Saturday, May 11, 2013

ერთი გამოფენის შესახებ

http://www.slideboom.com/presentations/709718/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91

                 ტანჯული სულები
  თავისი სიკვდილის მომენტისათვის ორივე -ვინსენტ ვან გოგი და ჯექსონ პოლაკი გაკოტრებულები იყვნენ.ვან გოგმა (1853 -1890)თავისი ხანმოკლე ცხოვრება სიღარიბეში გაატარა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.თითქმის ორი წლით ადრე მან სამართებლით მოიჭრა მარცხენა ყურის ნაწილი და შესანახად მეძავს მისცა.ვან გოგმა თავისი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ორი ნახატი გაყიდა.პოლაკი უფრო იღბლიანი აღმოჩნდა,რადგან მან მიყიდა თავისი ორი სურათი ხელოვნების მუზეუმს.1949 წელს გაზეთში „ცხოვრება“ მასზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „არის თუ არა იგი აშშ-ს ყველაზე დიდებული მხატვარი?“ მაგრამ 1956 წლის ზაფხულისათვის მისი ცხოვრება მოუწესრიგებელი გახდა.ლოთობის გამო კიდევ ერთხელ ჩამოვარდა ვაგონიდან.მისი მეუღლე-მხატვარი ლი კრასნერი ევროპაში გაიქცა და საშუალება მისცა პოლაკს მოეგვარებინა თავისი ურთიერთობა ხელოვნების სტუდენტთან-რუთ კლიგმანთან.ამის შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში იგი შეუპოვრად მუშაობდა.1956 წლის 11 აგვისტოს ღამეს იგი საჭესთან ნასვამი დაჯდა,მანქანა დაამტვრია,იმსხვერპლა გამვლელი ქალბატონი,მძიმედ დაშავდა მასთან ერთად მყოფი კლიგმანი,ხოლო თავად ამ ავარიის მსხვერპლი გახდა.
  დღესდღეობით ვან გოგი ყველა დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მხატვარია.პოლაკი კი ჩვეულებრივ ითვლება მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ მხატვ-რად.ორი ახალი გამოფენა-ვან გოგისა,რომელიც მოიცავს ვან გოგის შედევრებს „ვან გოგის ამსტერდამის მუზეუმიდან“ და ამჟამად გამოფენილია ვაშინგტონის ხელოვნე-ბის ნაციონალურ გალერეაში და პოლაკის „რეტროსპექტივა“ წარმოდგენილი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში-აღნიშნავს მათს მიღწევებს.მაგრამ წარმოდგენები ასევე წინ წამოწევენ საკითხს,რომ დიდი ხელოვანები არიან ყოველთვის ტანჯული,თვითდამღუპველი სულები.რენესანსის ეპოქაში ისინი იყვნენ პრინცებისა და პაპების მიერ დაფინანსებული თავდაჯერებული პროფესიონალები.მაგრამ 1974 წელს გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანის“გამოსვლასთან ერთად დაიბადა რომანტიკული იდეა ხელოვანის,როგორც გადაჭარბებული მგრძნობელობის მქონე განსაკუთრებული ადამიანისა და მან არნახულ პიკს მიაღწია ვაბ გოგის ტრაგედიის შედეგად.
 გაღარიბებული ქვანახშირის საბადოს მქადაგებლობიდან გათავისუფლებულმა ვან გოგმა გადაწყვიტა 27 წლის ასაკში ხელოვანი გამხდარიყო.მისიერთადერთი ბუნებრივი კვალიფიკაცია:ფიზიოლოგიური ფარის ნაკლებობა,რომელმაც უნდა დაიცვას იგი ყოველგვარი მგრძნობელობისა და ტკივილისგან.თავდაპირველად ვან გოგი დაბრუნდა მაღაროში ისეთი სურათის დაახატად,როგორიცაა „კარტოფილის მჭამელები“(1885წ).იგი წააგავდა ახლად არეულ ოსპის წვნიანს და არც თუ კარგი იყო. ვან გოგმა ეს იცოდა და იგლიჯებოდა სოციალური თანაგრძნობის აშკარა შეუთავსებლობასა და პიროვნულ ამბიციას შორის. 1886 წელს იგი გაემგზავრა პარიზში თანამედროვე ავანგარდულ სტილში გადასაშვებად.მან უცბად შეცვალა თა-ვისი მოღუშული ჰოლანდიური პალიტრა იმპრესიონიზმის პასტელური ფერების მკვეთრი ფუნჯის მოსმით.თუმცაღა 1888 წლისათვის ვან გოგი იმედგაცრუებული დარჩა იმით,რასაც ის უყურებდა,როგორც ფუჭ სტილისტურ შეჯიბრს და გამოწურ-ვას პარიზის არენის მიერ.იგი გაიქცა სამხრეთ არლესში.სოფლის დასახლებებით აღფრთოვანებული ხატავდა ალისფერი ყვითელი,მკვეთრი წითელი და ცივი მწვანე ფერებით,კომპოზიციებით,რომლებიც თანამედროვე მოდის იაპონური ჩითის გავლე-ნის ქვეშ იმყოფებოდა.ეს მას ძნელად აბედნიერებდა. ფაქტიურად იგი ხშირად იყო სასოწარკვეთილი.1888 წელს შესრულებულ თავის ნახატზე „ღამის კაფე“(ადგილი მის მიერ ნაქირავები ოთახების ქვეშ),იგი წერდა თავის ძმას თეოს: „მე ვცდილობ წითელი და მწვანე ფერებით გამოვხატო ადამიანური ბუნების საშინელი გატაცებები.მივცე გამომსახველობა საბნელის იმ  ძალას,რომელიც არის ამ კაფეში“.იგი ოცნებობდა პროვანსში ხელოვანთა საბჭოს შექმნაზე.იგი იმედოვნებდა,რომ მისი პირველი წევრი იქნებოდა მისი ახალი მეგობარი პოლ გოგენი.ვან გოგმა მოაწყო მისთვის თაფლობის თვის შესაფერისი სათადარიგო საძინებელი ოთახი.გოგენი მივიდა,მაგრამ ვერც მზემ დაიპყრო მისი გული და ვერც ცხოვრების უბრალოებამ.ორი ხელოვანი კამათობდა ვან გოგის თვითდასახიჩრებასთან დაკავშირებით.შემდეგ იგი კარგა ხანს იმყოფე-ბოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.1890 წელს მან თავი მოიკლა პარიზის გარეუბა-ნში, სადაც დოქტორ გაჩეტის მზრუნველობის ქვეშ ცხოვრობდა.დოქტორი მას ამხნე-ვებდა,რომ ხატვა გაეგრძელებინა.ერთ ხანს ვან გოგი მართლაც გადავარდა შემოქ-მედებით გაშმაგებაში და 70 დღეში 70 ტილო დაასრულა.მაგრამ 27 ივლისს ხორბლის ყანაში ხატვის დროს მან უეცრად აუტანლად ცუდად იგრძნო თავი და მკერდში ტყვია იკრა.იგი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.10 წლის განმავლობაში ვან გოგმა შექმნა 1200-ზე მეტი სურათი და 1000 ნახაზი.
  სიკვდილის შემდგომ ვან გოგის რეპუტაცია ცაში ავიდა.მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჰოლანდიის მუზეუმმა მისცა მას რეტროსპექტივა.მისი ტრაგიკული თავგადასავალი პირველად გახდა რომანის შექმნის საფუძველი 1907 წელს. ირვინგ სტოუნის „წყურვილი სიცოცხლისა“გამოვიდა 1934 წელს.ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 1987 წელს აუქციონზე 53 მილიონ დოლარად გაიყიდა მისი ტილო „ირისები“, (რომელიც ამჟამად ინახება ლოს ანჟელესის მუზეუმში),ხოლო 1990 წელს 82,5მილიონ დოლარად გაიყიდა „დოქტორ გაჩეტის პორტრეტი“(ამჟამად ინახება იაპონიაში კერძო კოლექციაში).ვან გოგის ამერიკული აუდიენციის დროს ნაციონალურმა გალერეამ ავანსად გადაიხადა 200 000 დოლარი 13 საათიანი ჩვენებისთვის.
  70 სურათმა გამოფენაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რატომ გვიყვარს ვან გოგი:მისი ფერწერა არის მისაწვდომი-თქვენ არ გჭირდებათ ბერძნული ღმერთების,ფრანგი მეფეების ან ესპანური ბატალიების ცოდნა ვან გოგის წყნარი,ცხოვრებისეული პეიზაჟებისა და ჩვეულებრივი,ხალხური პორტრეტების შესაფასებლად.შემოქმედება არის ნათელი და შეიგრძნობა სწრაფად.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,ის არის თანამე-დროვე.მრავალრიცხოვან ავტოპორტრეტებში ვან გოგი ეკითხება თავის თავს: „კარგი ვარ მე? თუ საერთოდ არ ვვარგივარ? რატომ გავყავი თავი ამ ყველაფერში?“- სწორედ ისე,როგორც ჩვენ ვაკეთებთ,ოღონდ უფრო ინტენსიურად.რა თქმა უნდა,ჩვენ დახმარება არ შეგვიძლია,მაგრამ ვხედავთ მის მითოლოგიურ ბიოგრაფიას ფილმში „წყურვილი სიცოცხლისა“,რომელშიც აღფრთოვანებას იწვევს შეუდარებელი კერკ დუგლასი.ეს ფილმი გვაბრუნებს ვან გოგის ხელოვნებასთან,გვხიბლავს ის,თუ როგორ ახერხებს ტანჯული სული შექმნას ასეთი მშვენიერება.
  პოლაკზე ფილმი ჯერ არავის შეუქმნია,თუმცა მალე პირველი ფილმი-ედ ჰარისით ჯექსონის როლში და ფრენსის მაკდორმანის შესრულებით კრასნერის როლისა-მომავალ აპრილს გამოვა.რეალურად პოლაკმა მიიღო თავისი საბედისწერო სასმელი 15 წლის ასაკში.აქედან მოყოლებული სამუდამოდ მიატოვა უმაღლესი სასწავლებელი ლოს-ანჟელესში იმისათვის,რომ გაჰყოლოდა თავის ორ ხელოვან ძმას ნიუ-იორკში. იგი სწავლობდა ტომას ჰარტ ბენტონთან ერთად და მისი გავლენით მოიშორა მძიმე ყავისფერი ნახატები,რომლებიც საოცრად ჰგავდა ვან გოგის ადრეულ ნამუშევრებს. თუმცაღა ომის დროს პოლაკი გზას მიიკვლევდა სიმბოლიზმის სათავეებისაკენ, რითაც ორივეს ყურადღება მიიქცია-კრასნერისა(ისინი დაქორწინდნენ 1945წელს) და მდიდარი ექსცენტრიული პეგი გუგენჰემისა,რომელმაც მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო საუკუნის გალერეაში და მის განკარგულებაში მოაქცია უზარმაზარი კედლის მხატვრობა.
 შემდეგ 1947 წელს შემოვიდა რევოლუციური ფერწერა,რომელმაც მოაპოვებინა მას მეტსახელი „წვეთოვანი ჯეკი“.მაგრამ როგორც კირკ ვარნედო წერს 30 წლის მანძილზე პოლაკის რეტროსპექტივის სრულ კატალოგში: „1943 წლისათვის კონცეფცია ავტომატის გამოყენებით ხელოვნების ნიმუშების შექმნისა უკვე მრავლად იყო ნიუ-იორკის ჰაერში.“
  რა არის ამ შემთხვევაში პოლაკის მიღწევა? მან უბრალოდ აითვისა სხვა ხელოვანების მიერ გაკვლეული შესრულების ტექნიკა და მთლიანდ მას დაუქვემდებარა თავისი  შემოქმედება.პოლაკის ხელოვნებამ დიდი ნახტომი გააკეთა განადგურების ზღვარზე მყოფი მეტაფორული ფერწერის შეწებებით და უღრმესი გრძნობები ზუსტად ასახა სურათებში.ენერგიის კოსმიური ფრენა ემოციაში,მოძრაობაში,ხელოვნებაში-აი, რო-გორ ხედავდა პოლაკი ყოველივე ამას.მაგრამ, ვარნედოს სიტყვით, 1950 წლის შემდეგ პოლაკის ხელოვნება არსებითად გაუფერულდა.რატომ? სმის დონე არის ერთი საკი-თხი,ხოლო უდიდეს მოქმედ მხატვრად ყოფნის წნეხი კი-მეორე საკითხი. „ჯექსონი რომანტიკოსი იყო და არა რეალისტი“-ამბობს კლიგმანი,რომელმაც ამ დღეებში დახატა თავისი ვერცხლისფერი მინიმალური აბსტრაქციები.რაც შეეხება ორ ქალს მის ცხოვრებაში, „მისი ეს ფანტაზია,რომ ჩვენ შეგვეძლო ყველას ერთად ყოფნა-იყო ძალიან ზრდასრული.“
   ორივე-პოლაკიც და ვან გოგიც იყვნენ მოძრავი,აკვიატებული და მოუსვენარი ადა-მიანები და შექმნეს მხატვრის დიდებული ტიპები მხოლოდ უდიდესი პიროვნული ღირებულების ფასად(არცერთს არ უცხოვრია 50 წელზე მეტ ხანს).მაგრამ მათი ამბიციებისა და თავის დაღუპვის კომბინაცია ერთადერთი გზა იყო პანთეონისკენ? მას შემდეგ გამოჩნდა ენდი ვარჰოლი 1960-იან წლებში და შექმნა ცივ,ჭკვიანურ,გაწო-ნასწორებულ სტრატეგიაზე დაფუძნებული ხელოვნების სტილი,რომელიც ქმნის ფართო მოხმარების საგნების ნაზავს მგრძნობელობასთან და მიესადაგება თანამედროვე სცენებს.მეცნიერი ბარბარა ნოვაკი ამბობს: „ხელოვანი გმირი გადაიქცა სახელგანთქმულ პიროვნებად.“
   ომის შემდგომი მსოფლიო ხელოვნება აქტიური მხატვრებისა,მამაკაცური სცენებითა და ძლიერი ტანჯვის გამომხატველი სურათებით ნათლად გვიჩვენებს დისტანციას,დაშორებას  მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის საფრანგეთის ბოჰემისაგან.ხელოვნების ისტორიკოსი ლინდა ნოკლინი ამბობს: „ალბათ აბსტარქტული იმპრესიონიზმი ნამდვილად იყო ინდივიდუალური დიდებულების უკანასკნელი მძიმე ამოსუნთქვა და სადღაც იმ ყმაწვილებმა იცოდნენ ეს.სიმართლე რომ ითქვას,მე მენატრება ამ ტიპის ძველი ჰიბრიდები.“
 ამბიციებმა და ტანჯვამ შექმნა ვან გოგისა და პოლაკისგან დიდი მხატვრები-შეუძლებელია არ ითქვას,რომ მუზეუმის გამოფენის პატარა ნაწილში იგრძნობა დამსახურებული საფასური.

Thursday, March 15, 2012

ნინო ბუაჩიძე

პროექტის სახელწოდება: ბუნების ქომაგი
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: ვასწავლოთ მოსწავლეებს ბუნების დაცვა, გაფრთხილება და მოვლა–პატრონობა. 
პროექტის აქტუალობა:ს პროექტი აქტუალურია,რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩამოყალიბებას ღირსეულ მსოფლიო მოქალაქეებად, მათ ზნეობრივ–ესთეტიკურ აღზრდას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ პრაქტიკულად გამოიყენონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა,საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვაში,ისწავლონ ბუნების მოვლა–პატრონობა,მოემზადონ ცხოვრებისათვის,ჩამოუყალიბდეთ სამშობლოს სიყვარულის გრძნობა.
მონაწილეთა ასაკი: 12–15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1–2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეიძლება გადაიღონ ფოტოები,მოიძიონ ინფორმაცია ცხოველთა დაცვის შესახებ ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობიდან, შექმნან ბუკლეტები წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების შესახებ,გააკეთონ ალბომი,შექმნან ვებ–გვერდი,ბლოგი,ელექტრონული ჟურნალი.ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას,აღჭურვილობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყებებას. გამოუმუშავდებათ კვლევა – ძიების,  ურთიერთ თანამშრომლობის უნარ – ჩვევები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტენეტი,კომპიუტერი,პროექტორი, ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ, მოაწყობენ ექსკურსიას ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკსა და ლაგოდეხის ნაკრძალში,გადაიღებენ ფოტოებს,მოამზადებენ პრეზენტაციას, ბუკლეტებს,ვებ–გვერდს,ბლოგს, შეადგენენ რუკებსა და დიაგრამებს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, საბუნებისმეტყველო საგნები,ხელოვნება,ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
    კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად მიზნებთან:
ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
ქვეყნის ინტერესების,ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
იყოს შემოქმედი,თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;
იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
   პროექტის ხელმძღვანელი:ნინო ბუაჩიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nino5buachidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: ninobuachidze.blogspot.com