პროექტის სახელწოდება: ბუნების ქომაგი
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: ვასწავლოთ მოსწავლეებს ბუნების დაცვა, გაფრთხილება და მოვლა–პატრონობა.
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალურია,რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩამოყალიბებას ღირსეულ მსოფლიო მოქალაქეებად, მათ ზნეობრივ–ესთეტიკურ აღზრდას.
მონაწილეთა ასაკი: 12–15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1–2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეიძლება გადაიღონ ფოტოები,მოიძიონ ინფორმაცია ცხოველთა დაცვის შესახებ ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობიდან, შექმნან ბუკლეტები წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების შესახებ,გააკეთონ ალბომი,შექმნან ვებ–გვერდი,ბლოგი,ელექტრონული ჟურნალი.ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას,აღჭურვილობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყებებას. გამოუმუშავდებათ კვლევა – ძიების, ურთიერთ თანამშრომლობის უნარ – ჩვევები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტენეტი,კომპიუტერი,პროექტორი, ტრანსპორტი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, საბუნებისმეტყველო საგნები,ხელოვნება,ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად მიზნებთან:
ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
ქვეყნის ინტერესების,ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
იყოს შემოქმედი,თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;
იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
პროექტის ხელმძღვანელი:ნინო ბუაჩიძე
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: ninobuachidze.blogspot.com


No comments:
Post a Comment